სიახლეები

11 მაისი 2017

ახალი პროექტი

 2017 წლის 15 მარტიდან, სიფა- დაიწყო აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) - მიერ დაფინანსებული პროექტისსისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპისა და მართმლსაჯულების სისტემაში ადვოკატის როლის გაძლიერებაგანხორციელებაპროექტის ხანგრძლივობის ვადა შეადგენს 10 თვეს.

 

პროექტი შედგება ორი ძირითადი კომპონენტისაგან: ერთის მიზანია სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება. პროექტის კონკრეტულ კოპონენტს სიფა- სისხლის სამართლის ექსპერტი, VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე ხელმძღვანელობს. მეორე კომპონენტი კი მიზნად ისახავს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზაციულ განვითარებას, მისი წევრებისთვის ტრენინგების ორგანიზებისა და კორპორატიული ეთიკური სტანდარტების დანერგვის კუთხით.

25 იანვარი 2017

მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება

 "საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რომლიც ძალაში შედის 2017 წლის 01 ივლისიდან „მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით."

29 დეკემბერი 2016

ახალი პროექტი

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"-ს  მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში  მხარეთა  შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება", რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია დანაშაულის პროვოცირების 2015-2016  წლების საქმეებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  პრაქტიკის კვლევა და ანალიზი.

პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე. პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს  შეისწავლის VBAT-ის უფროსი იურისტი თინათინ ცხვედიანი.

28 ივნისი 2016

ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

2016 წლის 28 ივნისს გაიმართა  სახელმძღვანელოს "დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება სასამართლოს მეშვეობით -2014- 2015 წწ. მდგომარეობის შეფაება და რეკომენდაციები'' პრეზენტაცია. სახელმძღვანელო გამოიცა საქართველოს იურიდიული ასოციაციის მიერ, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.სეხელმძღვანელოს ავტორები არიან VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე და იურისტი დავით აბესაძე.

2 დეკემბერი 2015

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი

„ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა“-ს (ABA ROLI)  მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL)  ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით  2015 წელს გამოიცა “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი“, რომლის ერთ- ერთი ავტორი არის VBAT-ის  პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე.