სიახლეები

8 ნოემბერი 2018

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია

 VBAT-ის პარტნიორი ნანა ამისულაშვილი არჩეულ იქნა „ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა  ასოციაციის“ (BRIPA) პირველ თავმჯდომარედ. ასოციაცია დაფუძნდა 2018 წლის ოქტომბერში. ასოციაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით 2018 წლის 2 ნოემბერს სასტუმრო „რუმს ჰოტელ“-ში გაიმართა  საზეიმო მიღება. მიღებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოადგილე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი, USAID-ის პროექტის მმართველობა განვითარებისათვის (G4G) ხელმძღვანელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა (GIZ) პროგრამის მენეჯერი, პარლამენტარები, სხვადასხვა ბიზნეს და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, იურისტები და  ექსპერტები.

მოწვეულმა სტუმრებმა და ასოციაციის წევრებმა ისაუბრეს BRIPA- მიზნების, პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

როგორც ცნობილია, საქართველოში მიმდინარეობს გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ახალი კანონპროექტი უამრავი სიახლეებით და ცვლილებებით. კანონპროექტის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული VBAT-ის პარტნიორი ნანა ამისულაშვილი. გადახდისუუნარობის რეფორმა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე  საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის. გადახდისუუნარობის ჯანსაღი სისტემა მოქმედებს ფილტრის პრინციპით, უზრუნველყოფს რა ეკონომიკურად მომგებიანი კომპანიების გადარჩენას და არამომგებიანი კომპანიების რესურსების გადაადგილებას. სწრაფი და იაფი გადახდისუუნარობის პროცედურები ხელს უწყობს ბიზნესის ნორმალური მუშაობის რეჟიმში სწრაფ დაბრუნებას და საგრძნობლად ზრდის კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცენტულ მაჩვენებელს.

რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია იმ პროფესიული წრეების გაძლიერება, რომლებმაც უნდა გამოიყენონ ახალი კანონი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება BRIPA-ს დაფუძნება. 

 

BRIPA-ს  მიზნებია: 

·         საქართველოში მიმდინარე გადახდისუუნარობის რეფორმის ხელშეწყობა;

·         საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვა;

·         კვლევებისა და აკადემიური მუშაობისათვის ხელშეწყობა;

·         საკანონმდებლო მუშაობაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა;

·         სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგ კურსების დანერგვა;

·         ცნობიერების ამაღლებისათვის ხელი შეწყობა.

BRIPA-ს წევრები არიან ბიზნესის ადმინისტრირების, იურიდიული მომსახურების, ფინანსური მენეჯმენტისა და  აუდიტორული მომსახურების სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.

ღონისძიების და რეფორმის აქტიური  მხარდამჭერები არიან USAID - ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“  G4G  და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება  GIZ.

11 მაისი 2017

ახალი პროექტი

 2017 წლის 15 მარტიდან, სიფა- დაიწყო აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) - მიერ დაფინანსებული პროექტისსისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპისა და მართმლსაჯულების სისტემაში ადვოკატის როლის გაძლიერებაგანხორციელებაპროექტის ხანგრძლივობის ვადა შეადგენს 10 თვეს.

 

პროექტი შედგება ორი ძირითადი კომპონენტისაგან: ერთის მიზანია სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება. პროექტის კონკრეტულ კოპონენტს სიფა- სისხლის სამართლის ექსპერტი, VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე ხელმძღვანელობს. მეორე კომპონენტი კი მიზნად ისახავს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზაციულ განვითარებას, მისი წევრებისთვის ტრენინგების ორგანიზებისა და კორპორატიული ეთიკური სტანდარტების დანერგვის კუთხით.

25 იანვარი 2017

მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება

 "საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რომლიც ძალაში შედის 2017 წლის 01 ივლისიდან „მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით."

29 დეკემბერი 2016

ახალი პროექტი

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"-ს  მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში  მხარეთა  შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება", რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია დანაშაულის პროვოცირების 2015-2016  წლების საქმეებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  პრაქტიკის კვლევა და ანალიზი.

პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე. პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს  შეისწავლის VBAT-ის უფროსი იურისტი თინათინ ცხვედიანი.

28 ივნისი 2016

ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

2016 წლის 28 ივნისს გაიმართა  სახელმძღვანელოს "დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება სასამართლოს მეშვეობით -2014- 2015 წწ. მდგომარეობის შეფაება და რეკომენდაციები'' პრეზენტაცია. სახელმძღვანელო გამოიცა საქართველოს იურიდიული ასოციაციის მიერ, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.სეხელმძღვანელოს ავტორები არიან VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე და იურისტი დავით აბესაძე.