სიახლეები

29 დეკემბერი 2016

ახალი პროექტი

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"-ს  მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში  მხარეთა  შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება", რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია დანაშაულის პროვოცირების 2015-2016  წლების საქმეებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  პრაქტიკის კვლევა და ანალიზი.

პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე. პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს  შეისწავლის VBAT-ის უფროსი იურისტი თინათინ ცხვედიანი.

28 ივნისი 2016

ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

2016 წლის 28 ივნისს გაიმართა  სახელმძღვანელოს "დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება სასამართლოს მეშვეობით -2014- 2015 წწ. მდგომარეობის შეფაება და რეკომენდაციები'' პრეზენტაცია. სახელმძღვანელო გამოიცა საქართველოს იურიდიული ასოციაციის მიერ, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.სეხელმძღვანელოს ავტორები არიან VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე და იურისტი დავით აბესაძე.

02 დეკემბერი 2015

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი

„ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა“-ს (ABA ROLI)  მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL)  ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით  2015 წელს გამოიცა “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი“, რომლის ერთ- ერთი ავტორი არის VBAT-ის  პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე.

03 ივნისი 2015

ახალი სახელმძღვანელო ადვოკატებისათვის

ამერიკის იურისტთა ასოციაციამ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისათვის გამოსცა სახელმძღვანელო "სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობის პრაქტიკული საკითხები". სახელმძღვანელოს ერთ–ერთი ავტორი არის VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე

29 აპრილი 2015

TBILISI OPEN AIR 2015

ტრადიციისამებრ, იურიდიული ფირმა VBAT გაუწევს იურიდიულ მომსახურებას რეგიონში ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს TBILISI OPEN AIR 2015.