სიახლეები

31 ოქტომბერი 2012

საჯარო ლექცია კერძო სამართლის მიმართულებით

2 ნოემბერს (პარასკევს), 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია კერძო სამართლის მიმართულებით, თემაზე "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაცია და არსებული პრაქტიკა". ლექციას წარუძღვება - დავით კიკალეიშვილი -იურიდიული კომპანია VBAT-ის მმართველი პარტნიორი. დასწრება თავისუფალია.

19 ოქტომბერი 2012

VBAT-ის მმართველი პარტნიორი

დავით კიკალეიშვილი გახდა VBAT-ის მმართველი პარტნიორი.

27 თებერვალი 2012

VBAT-ს ახალი გვერდი აქვს Facebook-ზე

თქვენ ახლა FACEBOOK-ის მეშვეობითაც შეგიძლიათ გვადევნოთ თვალყური.

28 ოქტომბერი 2010

სოფიო ჩაჩავას სამართლის დოქტორის ხარისხი მიენიჭა

VBAT-ის პარტნიორმა, სოფიო ჩაჩავამ, წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე ”მოთხოვნათა და მოთხოვნის საფუძველთა კონკურენცია კერძო სამართალში” და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.

17 თებერვალი 2009

ახალი ოფისი პეტრიაშვილის ქუჩაზე

VBAT-ის ახალი ოფისის მისამართია: თბილისი, პეტრიაშვილის ქუჩა 27. საკონტაქტო ტელეფონებია: +995 32 72 89 38; +995 32 305 777