სიახლეები

20 იანვარი 2014

თინათინ ცხვედიანის დისერტაცია ესექსის უნივერსიტეტისათვის

სად გადის ზღვარი დაცულ და აკრძალულ გამოხატვას შორის? სიძულვილის ენის პრობლემა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში. თინათინ ცხვედიანის დისერტაცია ესექსის უნივერსიტეტისათვის: LLM ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.

15 მაისი 2013

Tbilisi OPEN AIR 2013

TBILISI OPEN AIR 2013 გახლავთ ამიერკავკასიაში ყველაზე მაშტაბური მუსიკალური ფესტივალი, სადაც მონაწილეობას იღებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ჯგუფები, როგორიცაა: DEEP PURPLE, INFECTED MUSHROOM, TRICKY, THE SUBWAYS, BLACK STROBE, MODESELEKTOR, KID JESUS. ფესტივალს იურიდიულ მომსახურებას უწევს იურიდიული ფირმა VBAT.

01 მაისი 2013

კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო. საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიღეებს VBAT-ის პარტნიორი, ნანა ამისულაშვილი.

იხილეთ ბმული.

12 დეკემბერი 2012

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად არჩევა

8 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ ეთიკის კომისიის წევრად აირჩია - VBAT-ის პარტნიორი, დავით კვაჭანტირაძე. ვრცლად.

31 ოქტომბერი 2012

საჯარო ლექცია კერძო სამართლის მიმართულებით

2 ნოემბერს (პარასკევს), 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია კერძო სამართლის მიმართულებით, თემაზე "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაცია და არსებული პრაქტიკა". ლექციას წარუძღვება - დავით კიკალეიშვილი -იურიდიული კომპანია VBAT-ის მმართველი პარტნიორი. დასწრება თავისუფალია.