სიახლეები
„ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკი“
VBAT-ის პარტნიორმა ნანა ამისულაშვილმა ჩაატარა სესია გადახდისუუნარობის რეფორმაზე „ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკი“-ის ფარგლებში. ამ უპრეცედენტო მასშტაბის ახალგაზრდულ პროექტს ახორციელებს ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობით. ბანაკის მიზანია აამაღლოს სტუდენტების ცნობიერება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ და გააცნოს თანამედროვე პროფესიები, რომლებიც რეფორმების შედეგად ჩნდება და დასაქმების ფართო შესაძლებლობებს წარმოშობს. მაგალითად: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი და ა.შ. ამ პროექტში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა ქვეყანაში მოქმედი წამყვანი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელებისგან და განივითარონ საქმიანი უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდგომ მათ წარმატებულ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2022 წლის იანვარ-თებერვალში, VBAT-ის მმართველმა პარტნიორმა დავით კიკალეიშვილმა და პარტნიორმა თინათინ ცხვედიანმა ჩაატარეს ტრენინგები მეწარმეთა შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე. ტრენინგები განკუთვნილი იყო ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებისა და შემოსავლების სამსახურის იურისტებისათვის. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ტრენინგებში მონაწილე 50-მდე პირს საინტერესო შეხვედრებისათვის.
თინათინ ცხვედიანი ფირმის პარტნიორი გახდა
მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ თინა ცხვედიანი ფირმის პარტნიორი გახდა.
თინა ჩვენს გუნდს იურისტის პოზიციაზე შეუერთდა და მალევე დაწინაურდა უფროსი იურისტის პოზიციაზე. ამ წლების განმავლობაში, იგი წარმატებით მუშაობს VBAT-ის მიერ მხარდაჭერილ მნიშვნელოვან პროექტებსა თუ ტრანსაქციებზე, აგრეთვე, წარმოადგენს წამყვან ბიზნესებს კომპლექსურ სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ დავებზე სასამართლოსა და არბიტრაჟში.
თინას პრაქტიკა მოიცავს კერძოსამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის, საერთაშორისო გარიგებებს, სამეწარმეო კომბინაციებს, საკორპორაციო მართვას, ბიზნეს-სტრუქტურირებას, პარტნიორთა შეთანხმებებს, შრომით ურთიერთობებსა და ინტელექტუალურ საკუთრებას. იგი ასევე გასწევს კონსულტაციებს რეგულაციებთან შესაბამისობის მიმართულებით, სახელმწიფო შესყიდვებსა და ადმინისტრაციულსამართლებრივ თემებზე.
კლიენტების თქმით, თინა „გამორჩეულია, ყურადღებიანი, გულისხმიერი, გონიერი და სანდო, სფეროს შესანიშნავი ცოდნით“ (Legal 500, 2020).
თინამ ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან. მან წარჩინებითვე დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით. თინა ასევე ფლობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის (LLM) ხარისხს ესექსის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი).
ვულოცავთ თინას ამ დამსახურებულ მიღწევას!
Legal 500 Rankings
We are delighted to announce that VBAT Law Firm has been yet again ranked amongst the leading law firms around the world by one of the most reputable legal directories - the Legal 500. Over the years, the Legal 500 has been providing an annually updated, impartial, third-party opinion on the top law firms and lawyers across the world. The rankings are based on feedback from law firms’ clients, submissions from law firms and interviews with the lawyers.
The partners at VBAT – Davit Kikaleishvili and Davit Kvachantiradze - and the attorneys – Tina Tskhvediani and Natia Gogadze - were praised by the sources and recommended as the key lawyers by the directory.
The Legal 500 on VBAT:
“The 'very attentive, knowledgeable lawyers' at VBAT are regarded for their experience in handling contractual, corporate, administrative, IP, criminal, energy, employment and family disputes.”
“Experienced in 'providing competent advice on various business and corporate regulations and laws', the team at VBAT assists clients with a full range of services, including support with cross-border transactions.”
For more information, follow the link: https://www.legal500.com/c/georgia/legal-market-overview/
დავით კვაჭანტირაძის სტატია
VBAT-ის პარტნიორ დავით კვაჭანტირაძის სტატია - "სასამართლოს როლი დანაშაულის პროვოცირების განაცხადის გამოკვლევის პროცესში" დაიბეჭდა ჟურნალში "საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა". https://iliauni.edu.ge/ge/iliauni/AcademicDepartments/samartlis-skola-654/jurnali-sakonstitucio-samartlis-mimoxilva