სიახლეები

Tbilisi OPEN AIR 2013

TBILISI OPEN AIR 2013 გახლავთ ამიერკავკასიაში ყველაზე მაშტაბური მუსიკალური ფესტივალი, სადაც მონაწილეობას იღებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ჯგუფები, როგორიცაა: DEEP PURPLE, INFECTED MUSHROOM, TRICKY, THE SUBWAYS, BLACK STROBE, MODESELEKTOR, KID JESUS. ფესტივალს იურიდიულ მომსახურებას უწევს იურიდიული ფირმა VBAT.

კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო. საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიღეებს VBAT-ის პარტნიორი, ნანა ამისულაშვილი.

იხილეთ ბმული.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად არჩევა

8 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ ეთიკის კომისიის წევრად აირჩია - VBAT-ის პარტნიორი, დავით კვაჭანტირაძე. ვრცლად.

საჯარო ლექცია კერძო სამართლის მიმართულებით

2 ნოემბერს (პარასკევს), 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია კერძო სამართლის მიმართულებით, თემაზე "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაცია და არსებული პრაქტიკა". ლექციას წარუძღვება - დავით კიკალეიშვილი -იურიდიული კომპანია VBAT-ის მმართველი პარტნიორი. დასწრება თავისუფალია.

VBAT-ის მმართველი პარტნიორი

დავით კიკალეიშვილი გახდა VBAT-ის მმართველი პარტნიორი.