ჩვენი გუნდი
დავით კიკალეიშვილი
დავით კიკალეიშვილი არის ფირმის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, რომლის იურიდიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სამეწარმეო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართალი, საინვესტიციო სამართალი, პრივატიზება, შრომის სამართალი, საოჯახო სამართალი, პროექტების (ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსები, ტელეკომუნიკაციები) სამართლებრივი მხარდაჭერა. წლების განმავლობაში, დავითი წარმატებით წარმოადგენს მხარეებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სასამართლოებსა თუ არბიტრაჟში. 2003 წლიდან, იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
დავითს სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვა ანდეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: KPMG,TBC Leasing, CHC Helicopter Corporation, შპს „ავერსი ფარმა,“ Sopharma, საქართველოს უნივერსიტეტი, სასტუმრო Metekhi Palace (Sheraton-ის სასტუმროთა ქსელი), ჟურნალი „ტაბულა,“ ტელეკომპანია მაესტრო და სხვა.
წლების განმავლობაში, VBAT, დავითის ზედამხედველობის ქვეშ, უზრუნველყოფდა ბანკი რესპუბლიკის (Societe Generale Group) სამართლებრივ მხარდაჭერას კონკრეტულ პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით.
დავითის სამართლებრივი მხარდაჭერით განხორციელდა ქართულ ბაზარზე ისეთი კომპანიების შემოსვლა, როგორებიცაა: ნეტკრედიტი, TLS contact Georgia (Visa Application Centre for the United Kingdom of Great Britain in Georgia) და სხვა.
ის პროფესიულ კვალიფიკაციას ენდობიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Nobel ilac, ACT Grooup, AMTS (Advanced Medical Technologies and Service), სს მისო კრისტალი, ლიტერატურულ კაფეთა ქსელი, Blauenstein Georgia, Tbilisi Open Air და სხვა.
დავითს დიდი გამოცდილება აქვს უცხოური კომპანიებისათვის საქართველოში ფრენშაიზინგის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებით.
დავითი იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. დავითი არის საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის დისციპლინური კომიტეტის ხელმძღვანელი. დავითი ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელობის უნივერსიტეტში საადვოკატო უნარჩვევებს. მშობლიური ქართულის გარდა, დავითი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
kikaleishvili@vbat.ge