სიახლეები

VBAT-ს ახალი გვერდი აქვს Facebook-ზე

თქვენ ახლა FACEBOOK-ის მეშვეობითაც შეგიძლიათ გვადევნოთ თვალყური.

სოფიო ჩაჩავას სამართლის დოქტორის ხარისხი მიენიჭა

VBAT-ის პარტნიორმა, სოფიო ჩაჩავამ, წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე ”მოთხოვნათა და მოთხოვნის საფუძველთა კონკურენცია კერძო სამართალში” და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.

ახალი ოფისი პეტრიაშვილის ქუჩაზე

VBAT-ის ახალი ოფისის მისამართია: თბილისი, პეტრიაშვილის ქუჩა 27. საკონტაქტო ტელეფონებია: +995 32 72 89 38; +995 32 305 777

VBAT-ის გუნდს დაუბრუნდა გვანცა კარანაძე

როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ VBAT-ის გუნდს დაუბრუნდა გვანცა კარანაძე. გვანცა კარანაძემ წარმატებით დაასრულა როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა (LL.M.) და დაიცვა სამაგისტრო ხარისხი ბიზნეს, საკორპორაციო და საზღვაო სამართალში.

თანამშრომლობა ბანკ "რესპუბლიკასთან" (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი)

ბანკ "რესპუბლიკის" (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი) მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა VBAT, რის შედეგადაც დაიწყო თანამშრომლობა იურიდიულ სფეროში.