სიახლეები
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
2016 წლის 28 ივნისს გაიმართა სახელმძღვანელოს "დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება სასამართლოს მეშვეობით -2014- 2015 წწ. მდგომარეობის შეფაება და რეკომენდაციები'' პრეზენტაცია. სახელმძღვანელო გამოიცა საქართველოს იურიდიული ასოციაციის მიერ, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.სეხელმძღვანელოს ავტორები არიან VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე და იურისტი დავით აბესაძე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი
„ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა“-ს (ABA ROLI) მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით 2015 წელს გამოიცა “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი“, რომლის ერთ- ერთი ავტორი არის VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე.
ახალი სახელმძღვანელო ადვოკატებისათვის
ამერიკის იურისტთა ასოციაციამ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისათვის გამოსცა სახელმძღვანელო "სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობის პრაქტიკული საკითხები". სახელმძღვანელოს ერთ–ერთი ავტორი არის VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე
TBILISI OPEN AIR 2015
ტრადიციისამებრ, იურიდიული ფირმა VBAT გაუწევს იურიდიულ მომსახურებას რეგიონში ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს TBILISI OPEN AIR 2015.
მიწვევა ნიუ–ვიჟენ უნივერსიტეტში
პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე მიწვეულ იქნა ნიუ–ვიჟენ უნივერსიტეტში,სადაც წაიკითხვას ლექციებს სისხლის სამართალში.