სიახლეები

VBAT ფართოვდება, ჩვენი ახალი მისამართი

კომპანიის თანამშრომელთა რიცხვის ზრდასთან ერთად აუცილებელი გახდა ჩვენი ოფისის გაფართოვებაც. თბილისში ჩვენი ახალი მისამართია: ალ. ყაზბეგის გამზირი 44. შეგიძლიათ აგრეთვე დაგვიკავშირდეთ: ტელ.: 393 255, ფაქსი: 393 256

ახალი კლიენტები ჩვენს ფირმაში

ფირმის თანამშრომელთა პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და ყურადღების შედეგად, ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ისეთ სერიოზულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა შპს ქიუტელ საქართველო, შპს სასკო, შპს ჟოკეი-კლუბი, შპს ჯორჯიან თრეიდ კორპორეიშენი და სხვა, რომლებიც დღეს ჩვენი იურიდიული ფირმის მომსახურებით სარგებლობენ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი მომსახურებით კმაყოფილ კლიენტთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

სოფო ხალვაში ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ემზადება

სოფო ხალვაში ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ემზადება. ამ მზადებაში თავისი წვლილი ჩვენს იურიდიულ ფირმასაც შეაქვს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სამართლებრივი მხარდაჭერა დაეხმარება ამ ღონისძიების ორგანიზატორებს იურიდიული საკითხების მოგვარებაში. წარმატებას ვუსურვებთ სოფოს და გვჯერა, რომ იგი კიდევ არაერთხელ გაახარებს საქართველოს.

ახალი სახეები

კონსტანტინე ანჯაფარიძე, დავით ჩიტაია, ნათია ბერიკაშვილი და გიორგი მელიქიშვილი, წარმატებული სტაჟირების შემდეგ, 2006 წლის 1 სექტემბრიდან განაგრძობენ მუშაობას VBAT-ში იურისტის თანამდებობაზე.