ჩვენი გუნდი
ნანა ამისულაშვილი
ნანა ამისულაშვილი - პარტნიორი
ნანა შეუერთდა VBAT-ის გუნდს 2007 წელს, როგორც იურისტი. 2012 წლიდან, იგი VBAT-ის პარტნიორია. ნანას საქმიანობის მიმართულებებია: გადახდისუუნარობის სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, საგადასახადო სამართალი, შრომის სამართალი, სამშენებლო სამართალი და ადმინისტრაციული სამართალი. მან 2004 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა. ნანამ წარმატებით ჩააბარა საადვოკატო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით 2004 წლის სექტემბერში და, მას შემდეგ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
პროფესიული გამოცდილება
ნანას გამოცდილება მოიცავს:
დეველოპერული და სამშენებლო კომპანიებისათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევას;
გადახდისუუნარობის წარმოებაში კომპანიების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
გაკოტრების მმართველის პოზიციას შემდეგ კომპანიებში:
- დეველოპერული კომპანია შპს „ჯიქია“
- დეველოპერული კომპანია შპს „ორიონი“
- სასაცხობე კომპანია შპს „კოლხი“
- შპს „იოლი სუპერმარკეტი“
- შპს „ბაგები 2002“
- მოსამართლის მიერ დანიშნული მომრიგებელი საბჭოს წევრი „ქართუ ჯგუფი“-ს რეაბილიტაციის გადახდისუუნარობის წარმოებაში.
დამატებითი პროფესიული გამოცდილება:
ნანა აქტიურადაა ჩართული ქართული გადახდისუუნარობის კანონის მხარდამჭერ პროექტებში, კერძოდ, იგი არის:
-USAID-ის პროექტ „Governing for Growth”-ის (G4G) მიერ დაფინანსებული და უზრუნველყოფილი პროექტის - „გადახდისუუნარობის კანონის რეფორმის კამპანია“ - ხელმძღვანელი;
-გადახდისუუნარობის კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის პროგრამისა („ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის („კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების უზრუნველყოფა საქართველოში“) ფარგლებში.
-გადახდისუუნარობის სამართლის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ფარგლებში.
გამოცემები:
- ფიზიკური პირების მიერ გადახდისუუნარობის რეჟიმის არაკეთილსინდისერად გამოყენებისდამაბრკოლებელი მექანიზმები, სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი (გერმანიის საერთაშორისოთანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთანსამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“);
- რეგულარული შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის ვალების კორექტირება გადახდისუუნარობისსაქმის წარმოებაში - საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ჟურნალი №2.
მშობლიური ქართულის გარდა, ნანა სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
E-mail: amisulashvili@vbat.ge