ჩვენი გუნდი
დავით აბესაძე
დავით აბესაძე - უფროსი იურისტი
დავითი VBAT-ის გუნდს შეუერთდა 2009 წელს. დავითის საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი.
VBAT-ში დავითი მუშაობს სხვადასხვა ტიპის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასამართლო დავებზე, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და საქმის წარმოების სტრატეგიების შემუშავებაზე. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ფარგლებში, დავითი ასევე ჩართულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია საერთო სპეციალიზაციით 2005 წლიდან. დავითის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული.
დავითის გამოცდილება მოიცავს:
- სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევას;
- სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებების მომზადებას;
- სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო გამოძიების წარმოებას;
- სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო წარმოების წარმართვას, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში;
წარმომადგენლობას საგამოძიებო ორგანოებში, მათ შორის, შემოსავლების სამსახურში, პროკურატურასა თუ სხვა საგამოძიებო ორგანოებში;
- იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობას გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის განაცხადის მომზადებას.
2000 წლიდან, დავითმა მუშაობა დაიწყო თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრში იურისტად. შემდგომ, მან კარიერა გააგრძელა არასამთავრობო ორგანიზაციაში „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი.“ 2002-2005 წლებში, დავითი მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადვოკატად სისხლის სამართლის დარგში.
2015 წლიდან, დავითი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, 2014 წლიდან - ტრენერი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების“ საკითხებზე, 2012 წლიდან - ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ტრენერი სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების საკითხებზე, 2011 წლიდან - ამერიკის იურისტთა ასოციაციის ექსპერტი/ტრენერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საკითხებში.
დავითი არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი. მისი მონაწილეობითა და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, 2015-2016 წლებში, სიფა-ს მიერ განხორციელდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კვლევასა და რეკომენდაციების მომზადებას საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის ხარვეზების გამოსწორების მიზნით.
მშობლიური ქართულის გარდა, დავითი სრულყოფილად ფლობს რუსულ ენას.
E-mail: abesadze@vbat.ge