ჩვენი გუნდი
გიორგი მელიქიშვილი
გიორგი მელიქიშვილი - პარტნიორი
გიორგი VBAT-ის გუნდს შეუერთდა 2005 წელს. მას თავდაპირველად ეკავა იურისტის პოზიცია, შემდგომ - უფროსი იურისტის, ხოლო 2010 წლიდან იკავებს პარტნიორის თანამდებობას. გიორგის საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სახელშეკრულებო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, შრომის სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სახელმწიფო შესყიდვების სამართალი და დაზღვევის სამართალი.
VBAT-ში გიორგი მუშაობს სხვადასხვა ტიპის კერძოსამართლებრივ ტრანსაქციებსა და სასამართლო დავებზე, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და დავის გადაწყვეტის სტრატეგიების შემუშავებაზე. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ფარგლებში, გიორგი ასევე ჩართულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით 2006 წლიდან.
გიორგის სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვა ანდეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: შპს „აქსისი,“ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი,“ შპს „ჟოკეი კლუბი“ (თბილისის იპოდრომი), შპს „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია,“ სს „ბანკი რესპუბლიკა,“ სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია,“ შპს „მიკადო ჯორჯია“ (რუსთავის ავტობაზრობა) და სხვა.
მის პროფესიულ კვალიფიკაციას ენდობიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: კრისტალბეთი, სასტუმრო ასტორია, სასტუმრო ამბასადორი, შპს „ჩარგალის წყაროები,“ შპს „აქსისი,“ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი,“ შპს „აუტოჰაუზ“ (ოპელისა და შევროლეს ოფიციალური დილერი), შპს „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია,“ შპს „სამკურნალო კომბინატი“ და სხვა.
2013-2014 წლებში, გიორგის ეკავა ა(ა)იპ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა.
გიორგი არის შპს „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
გიორგი არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის წევრი.
მშობლიური ქართულის გარდა, გიორგი სრულყოფილად ფლობს რუსულ ენას.
E-mail. melikishvili@vbat.ge