ჩვენი გუნდი
პარტნიორები
პერსონალი
მრჩეველი 
სოფიო ჩაჩავა
სოფიო ჩაჩავა 2007 წლიდან თანამშრომლობს VBAT-თან მრჩევლის სტატუსით. მისი მრავალწლიანი პროფესიული, აკადემიური და საერთაშორისო გამოცდილება ფირმის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება კლიენტებისთვის კომპლექსური სამართლებრივი გადაწყვეტილებების შეთავაზებას.
სოფიო ჩაჩავას მრავალწლიანი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს კერძო სამართალს, სახელშეკრულებო, შრიმისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალს, ასევე მედიაციას, მოლაპარაკებებს, სამართლებრივ წერასა და იურიდიულ ეთიკას.იგი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტია დავების ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) და მედიაციის მიმართულებით.სხვადასხვა პერიოდშ თანამშრომლობდა ევროპის საბჭოსთან, UNDP-სთან, GIZ-თან, ევროკავშირის პროგრამებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან,როგორც ექსპერტი, ტრენერი და პრაქტიკოსი მედიატორი.
სოფიო არის მედიაციის ცენტრის Resolve-ს თანადამფუძნებელი. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით საქართველოში, უკრაინისა და სამხრეთში განხორციელდა მედიაციის ინსტიტუციური განვითარების არაერთი პროექტი, მათ შორის მედიატორთა აკრედიტაციის სისტემების შემუშავება, ტრენერთა მომზადების (Training of Trainers-ToT) პროგრამები და მედიაციის პროფესიული სტანდარტების დანერგვა.
ფირმაში საქმიანობის განმავლობაში სოფიო ჩაჩავა კლიენტებს უწევს სტრატეგიულ სამართლებრივ კონსულტაციას კერძო სამართლის, შრომითი ურთიერთობების, მედიაციისა და დავებბის ეფექტიანი გადაწყვეტის მიმართულებით, ხოლო მისი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელივან როლს ასრულებს კომპანიის სამართლებრივი მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაში.
2018-2024 წლებში სოფიო იყო საქართველოს იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი და ორი ვადით-საბჭოს თავჯდომარე. 2020 წლიდან იგი არის სსიპ " საქართველოს მედიატირთა ასოციაციის" საბჭოს წევრი.2010-2024 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სეხელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2011-2020 წლებში დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) თანადამფუძნებელი და აკადემიური დირექტორი.
სოფიო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და სამართლებრივი კომენტარის ავტორი და თანაავტორია. მისი პუბლიკაციები შეეხება შრომის სამართალს, სახელშეკრულებო სამართალს, მედიაციას, სამოქალაქო სამართალს, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და იურიდიულ ეთიკას. იგი აქტიურად მონაწილებს საკანონმდებლო რეფორმების, აკადემიური კვლევებისა და პროფესიული სტანდარტების განვითარებაში როგორც ერივნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
სოფიოს სამუშაო ენებია ქართული, გერმანული, ინგლისური, რუსული.
ელ-ფოსტა: chachava@vbat.ge




დავით კიკალეიშვილი
დავით ბაზერაშვილი
დავით კვაჭანტირაძე
გიორგი მელიქიშვილი
ნანა ამისულაშვილი
თინათინ ცხვედიანი
დავით აბესაძე
ნათია გოგაძე
თორნიკე ჯანელიძე
მარიამ გოგორელიანი
ჯანსუღ კვირიკაშვილი
ნატა ნაცვლიშვილი