ჩვენი გუნდი
თორნიკე ჯანელიძე
თორნიკე ჯანელიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი 2017, ხოლო მაგისტრატურის საფეხური 2019 წელს დაასრულა წარჩინებით. VBAT-ის გუნდს იგი 2021 წელს სტაჟიორის სტატუსით შემოუერთდა. მისი სამუშაო სფეროებია კერძო, ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო სამართალი. უფრო კონკრეტულად კი, სასამართლო წარმომადგენლობა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში, საკორპორაციო და სახელშეკრულებო სამართალი, სანივთო და სამშენებლო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, შრომის სამართალი, საოჯახო სამართალი, მემკვიდრეობითი სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება და ლობიზმი.
მას სხვადასხვა დროს სტაჟირებები აქვს გავლილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებში.
მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სასწავლო პროექტში, კონფერენციასა თუ სამუშაო შეხვედრაში. იგი არის იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი.
თორნიკე აგრეთვე არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო დავების განმხილველი კომიტეტის წევრი, რომლის უფლება-მოვალეობებს შეადგენს ფეხბურთის სფეროში წარმოშობილი სადისციპლინო და ფინანსური დავების განხილვა და გადაწყვეტა.
თორნიკეს სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, ფრანგული და რუსული.