ჩვენი გუნდი




დავით ბაზერაშვილი
დავით ბაზერაშვილი, იურიდიულ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი - დამფუძნებელი პარტნიორი
დავით ბაზერაშვილი არის ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი. იგი უძღვება იურიდიული საქმიანობის შემდეგ მიმართულებებს: კერძო საერთაშორისო სამართალი, საჯარო საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი, ევროპის კავშირის სამართალი, ზოგადი და დეტალური „due diligence“ ანგარიშები, მოლაპარაკებები და მედიაცია. მისი სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, იტალიური და რუსული.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხის შემდეგ, დავით ბაზერაშვილს ასევე მიენიჭა აგრეთვე ბოლონიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ და იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ევროპის პოლიტიკასა და სამართალში. წარჩინებით გაიარა ფრანკფურტის უნივერსიტეტის სამართლებრივი კურსი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ მექანიზმებში. მის კურიკულუმს ავსებს აგრეთვე ისეთი მოკლევადიანი აკადემიური კურსები, როგორიცაა საგაკოტრებო სამართალი, სავაჭრო სამართალი, მოლაპარაკების უნარები, იურიდიული მედიაცია და სხვა.
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კომპანიებისა და ორგანიზაციების, რომელთა ქართულ ბაზარზე შემოსვლას, სამართლებრივ მხარდაჭერას, მენეჯმენტ-კონტრაქტების მომზადებას და სხვა იურიდიულ მომსახურებას VBAT დავით ბაზერაშვილის ხელმძღვანელობით უწევდა: A.R.S. Progetti S.R.L იტალია, აზიის განვითარების ბანკი, CHC Helicopter კანადა, Due Diligence International ბულგარეთი, რკინიგზის ტელეკომი, QTEL Georgia ყატარი-საქართველო, Hammonds LLP აშშ, Hilton Hotels and Resorts აშშ, დიდი ბრიტანეთი, Hilton Worldwide აშშ, დიდი ბრიტანეთი, SKULD Copenhagenდანია, Marriott Hotels აშშ.
იურიდიულ ფირმაში მუშაობის გარდა დავით ბაზერაშვილს აქვს იურიდიული და დიპლომატიური, აგრეთვე საერთაშორისო საექსპერტო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დირექტორის მოადგილე, ევროპის კავშირის სამართლებრივი ექსპერტი, მსოფლიო ბანკის ექსპერტი მთავრობის ადმინისტრირებაში, ევროპის საბჭოს ექსპერტი სამართლის სხვადასხვა დარგებში. დავით ბაზერაშვილი არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოს რესპუბლიკაში, აგრეთვე საქართველოს ალტერნატიული მუდმივი წარმომადგენელი რომში აკრედიტებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).
დავით ბაზერაშვილის აკადემიური საქმიანობიდან შეიძლება აგრეთვე აღინიშნოს მის მიერ წაკითხული ლექციები ევროპის კავშირის სამართალში (ინგლისურენოვანი კურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტთათვის), ლექციების კურსი მოლაპარაკების უნარებში (თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის) და ევროპის სამართლისა და პოლიტიკის კურსი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისათვის.
მისი სტატიები გამოქვეყნებულია ისეთ სამეცნიერო პერიოდულ და ყოველდღიურ საზოგადოებრივ გამოცემებში როგორიცაა:
Treaty Enforcement and International Cooperation in Criminal Matters, September (Georgian Legislation in the Context of Article VII of the Chemical Weapons Convention, 4, 2002, T.M.S. Asser Press, ISBN: 9067041505);
Georgian Law Review (Anti- Money Laundering System in Georgia, June, 2003. Vol2/3 pp. 351-381);
გაზეთი „24 საათი“ (Corporate Criminal Liability - Legal Fiction or Indispensable Reality აპრილი 2003), Legal Division of daily newspaper).
მშობლიური ქართულის გარდა, დავითი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
E-mail: bazerashvili@vbat.ge