ჩვენი გუნდი




ნათია გოგაძე
ნათია გოგაძე (LL.M, MA, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი) 2008 წლიდან ეწევა იურიდიულ საქმიანობას. ის VBAT-ის გუნდს 2016 წელს შემოუერთდა. მისი საქმიანობის სფეროები მოიცავს საკორპორაციო და საფინანსო სამართალს, სახელშეკრულებო სამართალს, სანივთო და სამშენებლო სამართალს, საინვესტიციო სამართალს, პროექტების დეველოპმენტს, გადახდისუუნარობის სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს, სახელმწიფო შესყიდვების სამართალს, ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, საგადასახადო სამართალს, შრომის სამართალს, საოჯახო სამართალს, მემკვიდრეობით სამართალს, საერთაშორისო კერძო სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს.
ნათია გოგაძე სრულ იურიდიულ მომსახურებას უწევს შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“-ს - ერთ-ერთ წამყვან კომპანიას საავტომობილო სფეროში, და შპს „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“-ს - სამედიცინო აპარატურის ერთ-ერთ მთავარ მომწოდებელსა და Siemens-ის, Medtronic-ისა და Philips-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.
ნათიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა 2008 წელს, ხოლო 2013 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით. 2008-2010 წლებში, ევროკავშირის სტიპენდიით, სწავლობდა ლატვიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ევროპული სამართლის მიმართულებით. 2011 წელს კი მიიღო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი ფრანკფურტის უნივერსიტეტიდან (გერმანია). მისი სადისერტაციო ნაშრომი ეხებოდა სექს-მუშაკების უფლებების დაცვას, მათ სამართლებრივ მდგომარეობას ეროვნულ კანონმდებლობებსა და ევროპულ სამართალში.
ნათიას მიღებული აქვს პრაქტიკული გამოცდილება ევროკავშირის ინსტიტუტებში ბრიუსელსა და ლუქსემბურგში (ევროკომისია, ევროპის პარლამენტი, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო, ევროპის საბჭო).
მშობლიური ქართულის გარდა, ნათია სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ნათია გოგაძე რეკომენდებული იურისტია The Legal 500 EMEA 2020-ის მიხედვით.
E-mail: gogadze@vbat.ge