ჩვენი გუნდი
თინათინ ცხვედიანი
თინა VBAT-ის გუნდს 2013 წელს შეუერთდა. მისი საქმიანობა მოიცავს კერძოსამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის, საერთაშორისო გარიგებებს, სამეწარმეო კომბინაციებს, საკორპორაციო მართვას, ბიზნეს-სტრუქტურირებას, პარტნიორთა შეთანხმებებს, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებსა და ინტელექტუალურ საკუთრებას. იგი ასევე გასწევს სამართლებრივ კონსულტაციებს რეგულაციებთან შესაბამისობის მიმართულებით, სახელმწიფო შესყიდვებსა და ადმინისტრაციულსამართლებრივ თემებზე.
წლების განმავლობაში, თინა წარმატებით მუშაობს VBAT-ის მიერ მხარდაჭერილ მნიშვნელოვან პროექტებსა თუ ტრანსაქციებზე, აგრეთვე, წარმოადგენს წამყვან ბიზნესებს კომპლექსურ სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ დავებზე სასამართლოსა და არბიტრაჟში. მას ასევე აქვს მდიდარი გამოცდილება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების საქართველოში ცნობა-აღსრულების საქმეებზე. კლიენტების შეფასებით, თინა „გამორჩეულია, ყურადღებიანი, გულისხმიერი, გონიერი და სანდო, სფეროს შესანიშნავი ცოდნით" (Legal 500, 2020).
თინამ ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან. მან წარჩინებითვე დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით. თინამ, OSF-ის სტიპენდიით, მოიპოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის (LLM) ხარისხი ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი).
ვრცელი საადვოკატო პრაქტიკის პარალელურად, თინა აქტიურად ჩაბმულია აკადემიურ საქმიანობაში. იგი ავტორია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის არაერთი კვლევის, როგორიცაა „საკუთრების უფლების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში," „დანაშაულის პროვოცირების აკრძალვა," „სიძულვილის ენის რეგულირების პრობლემატიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში" და სხვა. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ფარგლებში, თინა ასევე ჩართულია საკანონმდებლო პროცესებში, მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და მეწარმეთა შესახებ კანონის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფებში.
თინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია სამოქალაქო სამართლისა და ბავშვთა უფლებების სპეციალიზაციებით. იგი ასევე გაწევრებულია საქართველოს არბიტრთა ასოციაციასა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციაში.
წლების განმავლობაში, თინა Legal 500-ის მიერ რეკომენდებული იურისტია.
თინას სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
ელ. ფოსტა: tskhvediani@vbat.ge