ჩვენი გუნდი
მარიამ გოგორელიანი
მარიამი ჩვენს გუნდს 2022 წელს შემოუერთდა. მარიამის საქმიანობის ძირითადი სფეროა სისხლის სამართალი, ასევე არის საერთო სპეციალიზაციის იურისტი. სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
მარიამმა უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფლობს მაგისტრის ხარისხს.
მარიამი 2010 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტში, სადაც ხელმძღვანელობდა რთული კატეგორიის, ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიებას, მათ შორის, 2015 წლიდან, ზედამხედველობას უწევდა კიბერდანაშაულების გამოძიების პროცესს და სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენდა სასამართლოში.
მარიამს გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო დონის ტრენინგი საქართველოსა და საზღვარგარეთ. მარიამი იყო კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრი, როგორც საქართველოში, ასევე ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. მარიამი აქტიურად იყო ჩართული სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებების მომზადების პროცესში.